top of page

სანქციები და მათი წინააღმდეგობრივი ეფექტი

Image-empty-state.png

შალვა ბერიანიძე | ბლოგ-პოსტი | 22 თებერვალი, 2022

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში არსებობს სხვა ქვეყნისთვის სანქციების დაწესების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელსაც დადებით ნიშნებთან ერთად, არაერთი უარყოფითი ასპექტი შეიძლება მოეძებნოს. ფართოდ გავრცელებული გაგებით, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრაქტიკაში, ეკონომიკური სანქციები უწესდება იმ ქვეყნებს, რომლებიც ,,ცუდად იქცევიან“ (The imposition of economic sanctions on a country if it behaves badly).


ერთხელ აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ჰოლბრუკმა თქვა: ,,ეკონომიკური სანქციები არის პოლიტიკური მოქმედების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ერთი მხრივ, ცარიელ რიტორიკასა და, მეორე მხრივ, ომისდაწყების შორის ხვდება (ან ეცემა). მართალია, სანქციები უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებად ეფექტურია - ვიდრე სამხედრო ქმედებები".





ჩვენ უნდა გვესმოდეს (და არა მხოლოდ გვესმოდეს, უნდა ვიგებდეთ კიდევაც) რომ დღესდღეობით, ეკონომიკური სანქციები ყველა კონფლიქტურ სიტუაციაზე თანაბრად არ ვრცელდება და არც იმის ილუზიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ გავრცელდება. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სანქციები არაეფექტურია სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებებისწინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად, ,,ISIS“ ან ,,ალ ქაიდა“, რადგანაც მათ არ აქვთ ფორმალურიინსტიტუციური ან ეკონომიკური სისტემები, რომლებიც შეიძლება იყოს ეკონომიკური სანქციების სამიზნე. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური სანქციები ვერ დაუწესდება ისეთ ობიექტებს, რომელთაც არ გააჩნიათ კონკრეტული ეკონომიკური მოდელები. შესაბამისად, სანქციები მსგავს ჯგუფებთან ვერ მუშაობს. თუმცა ეს ჯგუფები ექსტრემისტულ საქმიანობას მარგინალურად განაგრძობენ.


ამის საწინააღმდეგოდ, ეკონომიკური სანქციები შეიძლება იყოს ნორმალიზაციის ერთ-ერთიეფექტური მექანიზმი მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფო არღვევს საერთაშორისო ნორმებს ანემუქრება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის უსაფრთხოებას. ამის ნათელი მაგალითია ის სანქციები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმამოკავშირეებმა ახლახან დაუწესეს რუსეთს 2014 წელს უკრაინის ნაწილის, ყირიმის ანექსიის საპასუხოდ და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. ეს სანქციებიმოიცავდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირის მქონე მდიდარი რუსებისფინანსური აქტივების ,,გაყინვას“. ბოლო წლებში ეკონომიკური სანქციები ასევე შეეხო ჩრდილოეთკორეასა და ირანს, რათა მათ ბირთვული იარაღის პროგრამები შეაჩერონ.



როგორ მუშაობს სანქციები დღეს? იღებენ თუ არა ისინი მიზანმიმართულ ფორმას, რათა კონკრეტული ერის (საზოგადოების ან/და ჯგუფის) ქცევა შეცვალონ?


სამწუხაროდ, პასუხი მხოლოდ ხანდახან ჩანს. ფაქტია, რომ სანქციებმა აშკარად შეიძლება ზიანიმიაყენოს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკას.





რუსეთზე სანქციების დაწესების შემდეგ რუსული ვალუტის, რუბლის ღირებულება ისევე როგორც მისი საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა, რამაც მცირე, მაგრამ შესამჩნევი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია სახელმწიფოში, ხოლო ეკონომიკური ზრდა უარყოფითი გახდა.


სანქციებმა ასევე შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს მიზნობრივი ქვეყნის საზოგადოებაც. მაგალითად, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც ჩრდ. კორეის სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და სიცოცხლის ხანგრძლივობის დონეც მკვეთრად დაეცა. მაგრამ, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, აიძულებს თუ არა სანქციები ქვეყნებს შეცვალონ თავიანთი ქცევა? დევიდ ალექსინისა დასხვების მიერ ჩატარებული კვლევები ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციები იშვიათად აღწევს წარმატებას, ისინი, როგორც წესი, არაეფექტურია.


განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი - კუბა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბას სანქციები დაუწესა 1960 წელს კუნძულზე აშშ-ს საკუთრებაში არსებული ფირმების ნაციონალიზაციის შემდეგ. პირველ დონეზე, ამ ამერიკულ კომპანიებს კუბასთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ და ორმხრივი მიმოსვლა შეიზღუდა. სანქციებმა არ/ვერ აიძულა კუბა შეეცვალა თავისი პოლიტიკა. 2014 წელს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოტივით გამოვიდა. ობამამ თქვა: „ამ 50 წელმა აჩვენა, რომ იზოლაციამ არ გაამართლა“.






რატომ არის სანქციები არაეფექტური უმეტეს შემთხვევაში?


ერთი მიზეზი ის არის, რომ მიზნობრივი ქვეყნის უმაღლესი ლიდერები და გადაწყვეტილებების მიმღებები იშვიათად გრძნობენ და ითვალისწინებენ პირად სირთულეებს სანქციების ფონზე. მათასევე შეუძლიათ სანქციები თავიანთ პოლიტიკურ უპირატესობად აქციონ. რუსეთში პუტინისპოპულარობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან რუსებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები სანქციებითცდილობდა რუსეთის განადგურებას. უფლება გვაქვს, ჰიპოთეტურად ვივარაუდოთ, რომ პუტინს შეიძლება მსგავსი მოლოდინი ჰქონდეს თუ უკრაინაში კვლავ შეიჭრება და აშშ თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ,,გამანადგურებელ სანქციებს“ დაუწესებს.


აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების ზემოქმედება და მათი მიზნობრივი გავლენა შეიძლება შემცირდეს სხვა ქვეყნების ქმედებებით. შესაძლოა, სხვა მსოფლიო მოთამაშემ ამითაც კი ისარგებლოს, რათა საკუთარი პოზიციები გლობალურად გაზარდოს. მაგალითად, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა ირანს სანქციები დაუწესეს, ჩინეთმა გაზარდავაჭრობა ირანთან. ასევე, ეკონომიკური სანქციები შეიძლება ჩავარდეს თუ ისინი საკმარისად ძლიერიარ არის. სანქციონერი სახელმწიფოები, როგორც წესი, თავს იკავებენ მიიღონ ისეთი ზომები,რომლებითაც საკუთარ თავსაც დააზარალებენ. მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა საერთაშორისო საბანკო სისტემისგან ვერ განაცალკევა და იზოლირებაში ვერ მოაქცია. ეს ქმედება, უპირველეს ყოვლისა, აზარალებს ევროპულქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთზე და მის ბუნებრივ აირსა და ნავთობზე. მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, სანქციების ომი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის უპირატესალტერნატივად იქცა.


დაბოლოს, როგორც ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა გაეროში ჯერემი გრინსტოკმა აღნიშნა: ,,სამხედრო ქმედებები სულ უფრო არაპოპულარული და არაეფექტური ხდება და მხოლოდ სიტყვებიც არ მუშაობს. ასე რომ, მათ შორის რაღაც არის საჭირო. სხვა რა უნდა იყოს სანქციების გარდა?!".





bottom of page