top of page

ანდრეი ილარიონოვის მოსაზრება 2021-ის არჩევნებზე

30/09/2021

«Все мое», — сказало злато;
«Все мое», — сказал булат.
«Все куплю», — сказало злато;
«Все возьму», — сказал булат.

А. Пушкин


რუსეთის 2021 წლის პარლამენტის (დუმის) არჩევნები ფართო განხილვის საგანია რუსულ საზოგადოებაში.


სერგეი ილარიონოვი, რუსი ეკონომისტი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი 2000-2005 წლებში, მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე საუბარი მეორე ხარისხოვანია.


არც „ჭკვიანი ხმის მიცემის სტრატეგია“


არც ინტერნეტ-სივრცის შეზღუდვით გამოწვეული უხერხულობები


არც რომელიმე პარტიის (მაგ. КПРФ) რეიტინგის უმნიშვნელო ზრდა


არც თავად ნავალნი ციხეში, თუ მის ფარგლებს გარეთ

არ გამოიწვევს რუსეთში არსებული მკაცრი ავტორიტარული, ტოტალიტარიზმის ელემენტებით რეჟიმის ცვლილებას.

რეჟიმს არც ფული ადარდებს იმდენად, რამდენადაც ძალა. როგორც ეს ლექსადაა ნათქვამი, ფულის მოპოვება ძალითაც კი შეიძლება, მაგრამ მთავარია, რომ ვლადიმერ პუტინს არ გამოეცალოს მთავარი საყრდენი -


ილარიონოვი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხელს უწყობს რეჟიმის კვაზილეგიტიმაციას და რომ ატორიტარიზმის პირობებში ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ სამი გზა არსებობს:


1. შიდა ინტერვენცია (იგულისხმება მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ ცვლილებების განხორციელება)

2. გადატრიალება


3. პირველი პირის ფიზიკური სიკვდილი


ამონარიდი ინტერვიუდან - https://bit.ly/3D2lymn


ვრცელი ინტერვიუ - https://bit.ly/3uo35h8

bottom of page