Pandora Papers: ოფშორული მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაჟონვა

5/10/2021

3 ოქტომბერს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) Pandora Papers-ის სახელით შეკრებილი მონაცემები გამოაქვეყნა. გაჟონილ მასალებში 35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო ლიდერისა და  300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესსა და საიდუმლო ქონების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი - https://bit.ly/2WFjvoS


მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე თვის წინ რუსულ ბიზნესს მოუწოდა, რომ ინვესტიცია “სახლში” განეხორციელებინათ, სწორედ ის და მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან მოხსენიებული Pandora Papers-ში - https://bit.ly/3acBhCY


გამოძიების ფარგლებში ვაშინგტონ პოსტის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთ-ერთი ვლადიმირ პუტინს ეხება - https://wapo.st/3mrHGAc


სტატიის დიდი ნაწილი ეთმობა მონაკოში არსებულ ბინას, რომლის მეპატრონე სვეტლანა კრივონოგიხია. აქამდე გაუმჟღავნებელი ფინანსური ჩანაწერებისა და ადგილობრივი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით ნათელია, რომ კრივონოგიხი ამ ბინის მეპატრონე გახდა იმ ოფშორული კომპანიის მეშვეობით, რომელიც შვილის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში შეიქმნა. ბინის ღირებულება 2003 წელს შეადგენდა 3.6 მილიონ ევროს.


რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი?


დამოუკიდებელი მედია “проект”-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული გამოძიებით ვიგებთ, რომ სვეტლანა კრივონოგოხიას პუტინთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ხოლო მისი შვილი, რომელიც 2003 წელს დაიბადა, ძალიან ჰგავს პუტინს და აჩენს ეჭვს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის შვილია. ოფიციალურ დოკუმენტებში მამის ვინაობა არაა იდენტიფიცირებული, მაგრამ მითითებულია, რომ მამის სახელია ვლადიმირი - https://bit.ly/3a9QBQQ


Проект-ის გამოძიების მიხედვით ვიგებთ, რომ კრივონოგოხია, რომელიც 2000 წლამდე პეტერბურგში, კომუნალურ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახლა ფლობს უძრავ ქონებას პეტერბურგის ელიტურ უბნებში, არის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ფავორიტი სამთო-სათხილამურო კურორტ “იგორა”-ს 75%-ის და ბანკი “როსიას” მფლობელი. ასევე, ის ხშირად იღებს საჩუქრებს პუტინის მეგობრებისგან და როგორც გამოძიებას წყაროებმა დაუდასტურეს, სწორედ რუსეთის პრეზიდენტია მისი გამდიდრების მიზეზი.