საერთაშორისო კონფერენცია „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“

16/11/2021

 


„რუსეთის კვლევის ცენტრი“ (the Center for Russian Studies - CRS) კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“.


კონფერენციის შესახებ


კონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მეხსიერების, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს რეგიონის მომავალზე.


კონფერენციაზე სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერი შეაფასებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალფეროვან პოლიტიკურ ტრაექტორიებს და გამოკვეთს ამ სახელმწიფოთა თანამედროვე პოსტსაბჭოთა მახასიათებლებს, რომლებიც არცთუ ისე შორეული საერთო წარსულიდან გამომდინარეობს.

კონფერენციის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3FuCZx8


კონფერენციის მოხსენების აბსტრაქტები და მომხსენებელთა ბიოგრაფიები


ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Dt4HtP


კონფერენციის ჩატარების ფორმატი და მონაწილეობა


კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით.


დასწრების მონაცემები

 

30 ნოემბერი, 2021


გახსნა: 09:00-10:00


კონფერენციის გახსნაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/30tW0Ba


30 ნოემბერი, 2021


კონფერენციის პირველი და მეორე პანელები: 15:30-1


9:15


კონფერენციის პირველ და მეორე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DhNROz

 

1 დეკემბერი, 2021


კონფერენციის მესამე, მეოთხე და მეხუთე პანელები: 13:00-18:55


კონფერენციის მესამე, მეოთხე და მეხუთე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DoZ9AE

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)


დასწრება თავისუფალია.




მიმაგრებული დოკუმენტები

 

კონფერენციის პროგრამა
.pdf
Download PDF

აბსტრაქტები და ბიოგრაფიები
.pdf
Download PDF