ვლადიმერ პუტინი საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

18 ნოემბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

AP



ვლადიმერ ვლადიმერის ძის ინიციატივით, 2022 წლიდან რუსეთში საარსებო მინიმუმი 1000 რუბლით (დაახლოებით 42 ლარი) უნდა გაიზარდოს და ის 12 654 რუბლს (530 ლარს) მიაღწევს. ამით, საარსებო მინიმუმი 8.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად ბიუჯეტში მანამდე ჩადებული 2.5%-იანი ნამატისა.

ამასთან, 2022 წლიდან 1100 რუბლით (46 ლარი) უნდა გაიზარდოს მინიმალური ხელფასის ოდენობაც და მან 13 890 რუბლი (582 ლარი) უნდა შეადგინოს. რუსეთის კონსტიტუციით, მინიმალური ხელფასი ვერ იქნება საარსებო მინიმუმზე დაბალი, შესაბამისად, შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდაც გარდაუვალი შეიქნა.


რუსეთში საარსებო მინიმუმზეა ასევე მიბმული სხვადასხვა სახელმწიფო შემწეობა, ამიტომ მათი ოდენობაც სათანადოდ მოიმატებს.


საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის გაზრდის მიზეზად, კრემლის მეპატრონე მაღალ ინფლაციას ასახელებს. მაგალითად, ოქტომბრის თვეში საკვებ პროდუქტებზე ფასები 11%-ით არის გაზრდილი წლიურ მაჩვენებელში. პროდუქტებზე  საგრძნობლად გაზრდილ ფასებს კი ჯეროვანი ფინანსური დადევნება სჭირდებაო - უთქვამს ვლადიმერ პუტინს  და მორჩილი დუმისთვის ფედერალური ბიუჯეტის კორექტირებული კანონპროექტის მხარდაჭერა უთხოვია.


რამდენად საკმარია ეს საბიუჯეტო დანამატები მზარდ ფასებთან გასამკლავებლად რთული სათქმელია, ალბათ არა, მაგრამ სულ არაფერს სჯობია.


ცნობისთვის, საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის ცნებები დღემდე ფრიად აუთვისებელ სფეროებად რჩება ოფიციალური თბილისისთვის. ამიტომ, ამ ნაწილში რუსეთის მწვავე კრიტიკისგან თავი შევიკავეთ