რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური მიმოწერა გაასაჯაროვა.

18 ნოემბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

საქმე ეხება რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სამშვიდობო „ნორმანდიული ფორმატის“ წევრ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დიპლომატიურ მიმოწერას, რომელიც პარიზში გასამართ შეხვედრამდე შედგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ ყელში ამოგვივიდა ჩვენი პოზიციის, როლის და კეთილი ზრახვების დამახინჯება უკრაინის „შიდატერიტორიული კონფლიქტის“ დარეგულირების საკითხშიო.


ვისაც ჩვენს კეთილ ზრახვებში ეჭვი ეპარება, აგერ ბატონო, ჩვენი, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დიპლომატიურ მიმოწერას ვასაჯაროებთ და დაე, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ განსაჯოს და სპეკულაციებს ბოლო მოეღოსო.


ჩვენ წავიკითხეთ ეს კორესპონდენცია და ჰოი, საოცრებავ, იქ ახალი არაფერი ეწერა: რუსეთს როგორც ადრე სურდა, ისე ახლაც სურს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა.